თეგი: უვიზო რეჟიმი

ამერიკის ელჩი: ვაკვირდებით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს, როგორც ინდიკატორს, რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემსუბუქების თემაზე ისაუბრა ამერიკის ელჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, განიხილავს თუ არა ამ საკითხს შეერთებული შტატები. ელჩის შეფასებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. „ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ წვლილს და მსხვერპლს, რომელიც საქართველომ გაიღო კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებში, რომლებშიც ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

ევროკავშირი ბოსნიას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტოს უვიზო რეჟიმი რუსეთთან

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ, რომ უარი თქვას რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს ევროკავშირის წარმომადგენელმა განუცხადა. ბალკანეთის ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიენიჭა. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში გაწევრიენების მისწრაფების ფარგლებში მოხდება ბოსნიის სანქციებისა და სავიზო პოლიტიკის გათანაბრება ბლოკთან. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ბოსნიაში ჩასული რუსების რაოდენობა ოქტომბერში 898-მდე გაიზარდა, როცა სექტემბერში მათი რიცხვი 299-ს შეადგენდა. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს და რუსებს ბოსნიაში 30 დღემდე შეუძლიათ დარჩენა. უფრო მეტიც, ქვეყანა ერთ-ერთია ევროპაში, სადაც არ არის აკრძალული ტურისტული ფრენები რუსეთიდან. რესპუბლიკა სერბსკას პარლამენტის სპიკერმა, ნენად სტევანდიჩმა განაცხადა, რომ მიუღებელია ერთეულზე ზეწოლა იმ თემებთან მიმართებიც, რომლებსაც არ ეთანხმება. „მე მაქვს რამდენიმე წერილი ევროკავშირის პარლამენტის კოლეგებისგან. მიუღებელია ზეწოლა იმ თემებზე, რომლებსაც არ ვეთანხმებით. არანაირი პირობა არ შეუწყობს ხელს ამ პროცესის დაწყებას“, - განაცხადა სტევანდიჩმა მედიის ცნობით. 30 იანვარს, ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოაქვეყნა, რომელშიც ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მხარდაჭერასა და მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გაძლიერებაში ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან როლს აღიარებს.  

ელჩი განმარტავს, რატომ არ აქვს აშშ-ს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში მხოლოდ 38 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი და მათგან 27, ევროკავშირის წევრია. ამდენად, ეს არ არის გავრცელებული პრაქტიკა. ელჩი ხაზს უსვამს, რომ ყოველწლიურად ათასობით ქართველი სტუმრობს ამერიკას, რაც სასიხარულოა. „რა თქმა უნდა, ვიზისთვის არსებობს სპეციალური პროცესი, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევებში ხდება და ეს არის სააგულდაგულო პროცესი, რადგან ინფორმაცია უნდა არსებობდეს, ვინ შემოდის და ასევე, გადის ქვეყნიდან,“ - განაცხადა ელჩმა, როდესაც ჰკითხეს, რატომ არ აქვს აშშ-ს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან. კელი დეგნანის განმარტებით, გაცვლითი ვიზიტები ხშირია, რასაც შეერთებული შტატები მიესალმება. ასევე წაიკითხეთ: რას პასუხობს ელჩი სავიზო პოლიტიკაზე მიმდინარე „ანტიამერიკულ კამპანიას“  

ჩინეთის მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ძალაშია - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით, 2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ. აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა, რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. პრემიერის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

ლევან დავითაშვილი: საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც, ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით, „პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა“. მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუ საქართველოს ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი ექნება, ეს მგზავრთნაკადს დააგენერირებს და ტურიზმში მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს. „[ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიაზე] ვისაუბრეთ ტურიზმის სექტორზე, რომელიც ძალიან დინამიკურად შეიძლება განვითარდეს. მინდა გითხრათ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ვიზების გაუქმების შესახებ მიიღო, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა. დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან, თუმცა იცით, რომ კომპლექსურად, თუ ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი გვექნება, დარწმუნებულები ვართ, რომ რეალური მგზავრთნაკადის გენერირება და ტურიზმში მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ეს არის პოზიტიური განწყობა. იმაზეც ისაუბრეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს. ეს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის. ასე, რომ კომისიის მუშაობა ძალიან პოზიტიური იყო და მომდევნო წლებშიც რეგულარული კომისიის ჩატარება დაიგეგმა, იმისთვის, რომ ის აქტუალური საკითხები, რომლების იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, რეალურად ეფექტურად სრულდებოდეს,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, მინისტრის თქმით, შეხვედრაზე პირველად გაჟღერდა, რომ „ტრანსკასპიური დერეფანი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მას დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებიც მხარს უჭერენ.“ „ჩინეთთან თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ვისაუბრეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ პროექტებზე, მათ შორის დაკავშირებადობაზე. ჩინეთში პირველად გაჟღერდა, რომ ტრანსკასპიური დერეფანი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს იყო პირველი, როდესაც უმაღლესი პირების მხრიდან იყო გაჟღერებული. ამაზე საუბრობდა პრეზიდენტი, შესაბამისად, დაინტერესება ჩინეთის ბიზნესის და ჩინეთის სამთავრობო წრეების ამ დერეფნის განვითარებით ძალიან დიდია. შესაბამისად, ეს საქართველოსთვის მეტი შესაძლებლობაა, რომ განვავითაროთ სატრანსპორტო ლოგისტიკური კავშირები, მეტი შემოსავალი მივიღოთ ეკონომიკაში. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის ეს სექტორები ძალიან მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. პრიორიტეტები უნდა გადაითარგმნოს კონკრეტულ შედეგებში. კარგია და დამაიმედებელია ისიც, რომ ამ თანამშრომლობას მხარს უბამს დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებიც - ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 11 სექტემბრიდან აამოქმედა.  

ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან 14 მარტიდან უვიზო რეჟიმს აწესებს. პეკინის განმარტებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობას უფრო მოსახერხებელს გახდის და დაეხმარება, რომ ჩინეთში უხოელმა მეგობრებმა თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ჩინეთი უვიზო რეჟიმს აამოქმედებს შვეიცარიის, ირლანდიის, უნგრეთის, ავსტრიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის მოქალაქებისთვის. „ვიმედოვნებთ, რომ ასევე მეტი ქვეყანა შესთავაზებს ჩინეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, იმუშავებს ჩვენთან ერთად ტრანსსასაზღვრო მოგზაურობისთვის დაჩქარებული ქსელის შესაქმნელად და საერთაშორისო სამგზავრო რეისების სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ვან იმ. ჩინეთი 6 ქვეყანას უვიზო მიმოსვლას სთავაზობს ჩინეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო - ირაკლი კობახიძე